საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ-ში ახალი სახელმძღვანელოს შექმნის, თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების კონკურსის გამოცხადების შესახებ

    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების კონკურსის გამოცხადების შესახებ

     

    კონკურსის (რექტორის ბრძ. 198/01-01, 19.07.2024) მიზანია უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესისა და სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა.


    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ავტორმა (ავტორთა კოლექტივმა) უნდა წარმოადგინოს განაცხადი რექტორის #247/01-01, 13.09.2024  ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად.

    კონკურსი გამოცხადდა დეკანის #8/28.ბრძანებით .

    განაცხადებს განიხილავს დეკანის #9/28  ბრძანებით შექმნილი კომისია.

     

    განაცხადების მიღება იწარმოებს 28-29 ოქტომბერს ელექტრონულად, მისამართზე: shorena.chubinidze@tsu.ge .   განაცხადის ფორმა ;

    საკონკურსო განაცხადების განხილვა - 2024 წლის 30 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

    კომისიის გადაწყვეტილების ფაკულტეტის კანცელარიისთვის გადაცემა არაუგვიანეს 2024 წლის 1 ნოემბრისა.

    ფაკულტეტის საბჭოს მიერ შერჩეული განცხადების შესახებ აკადემიური საბჭოსთვის ინფორმაციის მიწოდება  1 ნოემბერი (ბრძ. 248/01-01, 13.09.2024)

    თარიღი: 24/10/2024